Monday, January 2, 2017

......ილუმინატი......

ჩვენს ირგვლივ.....ამ სამყაროში არსებობს ისეთი დაჯგუფებები რომელთა შესახებაც შესაძლოა არაფერი ვიცოდეთ ერთერთი მათგნია ილუმინატი.
ილუმინატი არის მსოფლიოში უდიდესი საიდუმლო დაჯგუფება, სადაც გაერთიანებულნი არიან ადამიანები, რომლებიც შეპყრობილნი არიან დემონების,
ეშმაკების მიერ , მიჰყვებიან სატანას და ასრულებენ მის დავალებებს. ილუმინატის
თითოეული წევრი, მანამ სანამ ჯგუფის წევრი გახდება, დებს ფიცს და გადის სპეციალურ
რიტუალს. რიტუალი შემდეგია: პიროვნება წვება კუბოში, ხოლო შემდეგ იქიდან ამოდის, რაც ნიშნავს ხელმეორედ დაბადებას–მან თავისი პერსონა მოკლა და სული ეშმაკს გადააბარა; ის ახლა სხვა ადამიანია (ადამიანი?).


ილუმინატი აკონტროლებს ჰოლივუდს, სიმღერის ინდუსტრიას და აქვს პირდაპირი კავშირები სხვადასხვა სპორტსმენებთან. ილუმინატის წევრები სპორტსმენებს პირდებიან წარმატებას, პოპულარულობას და რაც მთავარია ფულს, მხოლოდ იმაში, რომ მათ დადონ ფიცი და შუა თამაშებისას სპეციალური სატანისტური სიმბოლოებით „მოხიბლოს“
საზოგადოება. გამოდის, რომ ისინი სულს ეშმაკს აბარებენ, ხოლო სანაცვლოდ განკითხვის დღემდე(!) განცხრომაში ცხოვრობენ.

ილუმინატის კისერზეა ბევრი ცნობილი ადამიანის მკვლელობა, რომლებიც ცდილობდნენ ხალხამდე სიმართლე მიეტანათ. თუფაქ შაკური, ყველა დროის საუკეთესო რეპერი, თავის დროზე ამ დაჯგუფების წევრი იყო, მან სული ეშმაკს მიჰყიდა, თუმცა
როცა დაინახა, თუ რა ხდებოდა და რეებს აკეთებინებდნენ სატანისტები მას, გადაწყვიტა ახალი ცხოვრება დაეწყო, ცხოვრება თავისუფლებისა და იესო ქრისტეს მიმდევრობისა. თუფაქი ცდილობდა საკუთარ ლირიკაში გამოეყენებინა მინიშნებები, რათა მის მსმენელს სიმართლე გაეგო. იგი ცდილობდა გაყიდული სულის დაბრუნებას. მან იწამა ღმერთი.

 ყველაზე დიდი ნაბიჯი უდიდესი რეპერის მხრიდან იყო ალბომის გამოშვება, სახელად „დონ ქილუმინატი“ („ქილ ილუმინატი“–მოკალი ილუმინატი), რაც პირდაპირ მიანიშნებდა საიდუმლო დაჯგუფების არსებობაზე და ხალხს ფეხზე ადგომისაკენ და მისი განადგურებისაკენ მოუწოდებდა. ამის საპასუხოდ, ილუმინატი მედიის საშუალებით
თუფაქზე ყოველთვის ცუდს ლაპარაკობდა და მხოლოდ მის ე.წ. განგსტერულ მხარეს აჩვენებდა, რათა საზოგადოების თვალში ის დაემცირებინა. როდესაც შედეგი ამან არ გამოიღო, სატანისტებს არაფერი დარჩენოდათ გარდა მისი მოკვლისა. შაკურმა დატოვა
წუთისოფელი, როგორც მებრძოლმა, ტანჯულმა ადამიანმა. მისი სიკვდილი კვლავ ე.წ. განსგტერულ ცხოვრებას დაბრალდა და ისევ და ისევ მედიის დახმარებით ილუმინატიმ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია.


ილუმინატის კიდევ ერთი მსხვერპლი მაიკლ ჯექსონია. მისი ნიჭის

აღმოჩენისთანავე, სატანისტები მიხვდნენ, რომ მას დიდი კარიერა ელოდა და დროულად გააყიდინეს სული. ისინი პოპის ვარსკვლავს ბევრ ფულს და ნომერ პირველობას დაპირდნენ. ჯექსონი ნამდვილად გახდა პირველი და მთელი მსოფლიო აღიარებდა მის დიადობას. ილუმინატი ამას თავისთვის ბრწყინვალედ იყენებდა და მის კლიპებში სხვადასხვა ეშმაკისეულ სიმბოლოებს აჩვენებდა ისე, რომ მაყურებელი ვერაფერს ხვდებოდა. მაიკლმა გადაწყვიტა გაყიდული სულის დაბრუნება და ქრისტიანულ გზაზე დადგომა. როდესაც სატანისტები მიხვდნენ, რომ იგი ნელ–ნელა ტოვებდა დაჯგუფებას და
იწყებდა სიმართლის ქადაგებას, მას ნაირ–ნაირი ჭორები მოუგონეს და ბრალდებები წაუყენეს სწორედ იგივე გზით, როგორც თუფაქს; მიზანიც ერთი იყო–ხალხის თვალში დამცირება და მასზე წარმოდგენის შეცვლა. ჯექსონმა ერთ–ერთ ინტერვიუში თქვა: „მათ
ჩემი ცხოვრება შეცვალეს. მე მსოფლიოში პირველი ვიყავი და ყველა მიცნობდა. არ მინდა ბევრის თქმა...არ მინდა ბევრის თქმა...ამით უამრავ სიცოცხლეს ვაგდებ საფრთხეში.“


უიტნი ჰიუსტონი–ილუმინატის უახლესი მსხვერპლი. მოკლედ გეტყვით, სიკვდილის წინა დღეს უიტნი ბრენდი ნორვუდის და კიდევ ორი ცნობილი პირის პრესკონფერენციაზე შეიჭრა. ჰიუსტონი სულ სველი იყო და ბრენდიმ როდესაც შეეკითხა რა გჭირსო, მან მიუგო: „რამის კიდევ დავიხრჩე.“ მან ნორვუდს პატარა ფურცელიც გადასცა, ძალიან თბილად აკოცა და გამოემშვიდობა. მეორე დღეს უიტნი ვანაში დამხრჩვალი იპოვეს, ხოლო ბრენდიმ არ ისურვა იმ წერილის ხალხისთვის გაზიარება, რაც მას შავკანიანმა მომღერალმა დაუტოვა.

ილუმინატის ათობით სიმბოლო არსებობს, რომლებსაც ჩვენ ყველგან ვხედავთ, მაგრამ სიმართლეს და ამ სიმბოლოების მნიშვნელობას ვერ ვხვდებით. რამოდენიმე მათგანი, რომელსაც კალათბურთში იყენებენ არის სამი ექვსიანი. ცერა თითი და საჩვენებელი თითი რგოლს, ანუ ექვსიანის მუცელს აჩვენებს, ხოლო შუა თითი, არათითი და ნეკა თითი ექვსიანების თავებს. ასევე კიდევ ერთი ნიშანი არის პირამიდა თავზე თვალით, ე.წ. All seing eye (ყველაფრის დამნახავი თვალი). საოცარია, რომ ეს პირამიდა თვალით არის დახატული ამერიკულ ერთ დოლარიანზე. ეს ფაქტი ნამდვილად შემზარავია, გასაოცარია და კიდევ უფრო გასაკვირი ისაა, რომ ხალხს მაინც არ სურს ილუმინატის არსებობის აღნიშვნა ამის შემდეგაც კი. არსებობს კიდევ ერთი ცნობილი სიმბოლო, რომელსაც სპორტმენები ხშირად გვაჩვენებენ. ეს არის პირამიდის გამოსახვა ხელებით, როდესაც ცერა თითები და საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება.


ილუმინატის წევრია ბევრი კალათბურთელი და ამას ბევრი ფაქტიც
ადასტურებს. მაგალითისათვის ლებრონ ჯეიმსი მოვიყვანოთ, რომელიც დღეისათვის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშეა და დიდ ფულსაც შოულობს. პირველ რიგში დავიწყოთ „მაიამი ჰიტის“ ვარკსვლავის სიახლოვით რეპერ ჯეი–ზისთან, რომელიც
ილუმინატის ერთ–ერთი მთავარი მასონია. მარტო იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ როდესაც ჯეი–ზის ერთ–ერთი სიმღერის მისამღერი უკუღმა გაუშვეს, გამოვიდა შემდეგი: „ექვსი, ექვსი, ექვსი, მკვლელი, მკვლელი იესო!“. ლებრონი მის კონცერტზე ხშირად გამოსულა და
მასთან ერთად უჩვენებია ხალხისთვის სხვადასხვა მასონური სიმბოლოები. მეორე ფაქტი არის ის, რომ ჯეიმსმა ნომერი შეიცვალა. მის მაისურზე ადრე 23 ეწერა, ხოლო ახლა უკვე 6 აწერია. როდესაც „კლივლენდ კავალიერსის“ მაშინდელ მწვრთნელს მაიკ ბრაუნს
ჰკითხეს თუ რატომ შეიცვალა გუნდის ლიდერმა ნომერი, მან მიუგო: „ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რა ნომრით ითამაშებს იგი. მან გვთხოვა, რომ ეს მისი რწმენებისთვის და შეხედულებებისთვის არის საჭირო.“


კიდევ უამრავი ფაქტის და დამადასტურებელი საბუთის მოყვანა შეიძლება, რომ ილუმინატი ნამდვილად არსებობს. ეს სტატია ამისთვის ნამდვილად არ არის საკმარისი. ამიტომ ვგონებ ეს მოცემული მასალაც გაგახელინებთ თვალებს და დაგანახებთ სიმართლეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჯეიმსის მაგალითად მოყვანა რაიმე პირადულ სიძულვილს არ წარმოადგენს და როგორც ზე
ვით აღვნიშნე კიდევ უამრავი მოთამაშეა სატანისტური დაჯგუფების წევრი, მათ შორის კობი ბრაიანტიც!

Paranormaluriblogi.blo

No comments:

Post a Comment